www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ესმა ონიანის 32.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაოს აღწერა:

** საერთაშორისო ბაზრის მუდმივი კვლევა;
** ბაზარზე პროდუქტების მოძიება და შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების შეთანხმება;
** იმპორტთან და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია, ტვირთის ტრანსპორტირების კონტროლი.
** შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და სწრაფი რეაგირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mworld.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |