კომპანია "ჯი ეს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (Site Manager) თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
** კონსტრუქციული და არქიტექტურული ნახაზების შედარება და მშენებლობის წარმოება მოცემული პროექტის მიხედვით, ლაფსუსის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება, უშუალო მენეჯერთან კოორდინაციით, კონსტრუქტორებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია და ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფა;
** მშენებლობის პროცესის გეგმის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების ეფექტიანი პრიორიტეტიზაცია, ორგანიზება და წარმოება უსაფრთხოების და ხარისხის მართვის პარამეტრების ზედმიწევნით დაცვით;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა, გეგმის შესაძლო ცვლილებაზე უშუალო მენეჯერის დროული ინფორმირება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** მშენებლობისთვის საჭირო მასალების, მომსახურებების, ინვენტარის შესყიდვის საჭიროების საჭიროების შესახებ მენეჯერის ინფორმირება/შესყიდვის ინიციირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი - სამშენებლო.
** სამუშაო გამოცდილება: მინ. ერთი სამშენებლო პროექტის დამოუკიდებლად ან უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის მენტორობით დროში ეფექტიანად, წარმატებით დასრულების გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
** ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები; AutoCAD, ArchiCAD ;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირება, პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** ენერგიულობა - გუნდის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** ჯანსაღი გარემოს შექმნა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, განსხვავებული აზრების წახალისება, შეხედულებების ღიად გამოთქმა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე gsgroupgs@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ!