www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ობიექტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბონკაფე
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"Boncafé • ბონკაფე" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატს ობიექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მოქნილი გრაფიკით.
08:00-დან 15:00-მდე, ან 15:00-22:00-მდე
ხელფასი: 1000 ლარი ფიქსირებული, ბონუსი გაყიდვების მიხედვით.
დასვენება: 2 დღე

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ
** კადრების ნაწილობრივ ტრანსპორტირებას
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კაფეს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება.
** პერსონალის ცხრილის და გრაფიკის შედგენა/ მოსვლა-წასვლის აღწერა.
** პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელებისა და კერძების შემადგენლობების, დამზადების წესების, შენახვის პირობების და გასაყიდი ფასის შესახებ.
** კერძებისა და სასმელების ხარისხის კონტროლი.
** სამზარეულოს პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ჯავშნების გაფორმება დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
** სტუმართან კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება, პროგრამაში გატარება.
** სალაროს ოპერაციების და შემოსული თანხების კონტროლი.
** სამუშაო ღონისძიების ორგანიზება და მართვა.
** სამუშაო ინვენტარის ყოველთვიური აღწერა და კონტროლი.
** სერვისის პერსონალის გარეგნობის სტანდარტის დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** სერვის პლიუსის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ეფექტური დელეგირების უნარი

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კრეატიულობა
** გამოსავლის ალტერნატიული გზების მოძიების უნარი
** სიახლეების ათვისების უნარი
** პუნქტუალობა, სისხარტე, მოქნილობა და მოხერხებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Boncafetbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 56 42 32



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |