"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედია ოფიცრის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ციფრული პლატფორმების მართვის სტრატეგიის განსაზღვრა (სოციალური მედიის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტის სრულყოფა);
** ციფრულ პლატფორმებზე ინფორმაციის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
** ციფრული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და ეფექტური გამოყენება;
** დაგეგმილი ციფრული კამპანიების განხორციელება, მონიტორინგის გაწევა და მიღწეული შედეგების შეფასება;
** სოციალური მედიის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
** Facebook-ზე რეკლამის შექმნა, შედეგების კონტროლი, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მსგავს სფეროში;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინტერნეტ და სოციალური მედიის პლატფორმების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია დიზაინის, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავების პროგრამების ცოდნა;
** ინოვაციურობა და კრეატიულობა;
** ინიციატივიანობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ჯგუფური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/ენერგიულობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:
** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდი).
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 05 ივნისი.
არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ორგანიზაციის შესახებ:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.