www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-კურიერი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი თბილისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** განვითარების შესაძლებლობა
** ანაზღაურება: ფიქსირებული, 900-1000 ლარი (NET)
** სამუშაო გრაფიკი: დილის ცვლა: 07:00-15:00; დღის ცვლა: 10:00 - 18:00; ღამის ცვლა: 20:00 - 04:00.

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 6 თვიანი
** თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა
** დღისა და ღამის ცვლებში მუშაობის უნარი
** ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (google map, apple map)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ფურგონიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელსკუტერებისა და მოპედების განთავსება თბილისის ქუჩებში, აპლიკაციაში მითითებულ მისამართებზე
** ელსკუტერებისა და მოპედების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა დადგენილი წესების შესაბამისად
** დამჯდარი მოპედებისთვის ელემენტების გამოცვლა
** დამჯდარი ელსკუტერების შეკრება და საწყობში დაბრუნება
** ელსკუტერებისა და მოპედების მომსახურე აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა
** ელსკუტერებისა და მოპედების ვიზუალური დათვალიერება ან მობილურ აპლიკაციაში შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაწერილი პროცედურების გატარება
** ავტომობილის/ფურგონის გამართულად მართვა, მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება
** გუნდის ხელმძღვანელის მითითების დროული შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: vacancy@scroll.eco

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლ-კურიერი"

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |