"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კომპანია "ჩემი ოფისი", რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს სპეციალისტების შერჩევას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP, Canon, Xerox. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები: კარგი საკომუნიკაციო უნარები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება;
** კონტროლი მიმდინარე შეკვეთებზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ჩვენ გთავაზობთ:
** სხვადასხვა პროგრამის შესწავლა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** კორპორაციული, კულტურული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** ანაზღაურება: ფიქსირებული;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.