შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება - 750 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
** გზავნილების ჩამოტვირთვა საკურიეროში მათი მიღების დროს;
** არსებული წესის შესაბამისად გზავნილების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და საჭიროებისამებრ მათი გადატანა საკურიეროს ტერიტორიაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " დამხმარე სპეციალისტი (საკურიერო)".