www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
** დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
** ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@hi-tbilisi.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |