"Digital Marketing House" - არის ციფრული კომუნიკაციის სააგენტო, რომელიც ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ეხმარება ციფრულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და განვითარებაში.
ვეძებთ გამოცდილ სოციალური მედიის მენეჯერს.
მოვალეობები:
** სოციალურ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** დამკვეთის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (გუნდთან ერთად);
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
** ციფრული არხების ანალიტიკა;
** არსებულ პარტნიორებთან შეხვედრა და აქტიური კომუნიკაციის დამყარება.
მოთხოვნები:
გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია: Facebook ads/business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
** კრეატიული და გუნდურად მომუშავე.
უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:00-მდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 800-1300 ლარი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.dmh@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.