კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას ბრენდების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
თბილისი მედიკი მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.
კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში".
ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.
გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).
ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო პროდუქციის ბრენდების განვითარების გეგმის შემუშავება და აღსრულება;
** ბრენდების განვითარების გეგმის განხორციელების პერიოდული რეპორტინგი და ანალიზი;
** კომერციული გუნდისგან მარკეტინგული საჭიროებების მოგროვება, მათი განხილვა და განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება;
** თბილისი მედიკის კონკრეტული კატეგორიის (აპარატურა -ავეჯის კატეგორია, ლაბორატორიული მასალების კატეგორია, სახარჯი მასალების კატეგორია) ბრენდების განვითარების მიმართულებით იდეების გენერირება, შეხვედრის ფორმატში წარდგენა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ივენთების/პრეზენტაციების და ფორმალური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი პირების მხარდაჭერით;
** ბრენდების რეპუტაციის, ცნობადობისა და აღქმის მონიტორინგი სამიზნე სეგმნეტში, შედეგების ანალიზი და წარდგენა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბრენდინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმალური დონე B2;
** სასურველია სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
პიროვნული მახასიათებლები:
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ვაკანტური ადგილი: 3 (აპარატურა -ავეჯის კატეგორიის, ლაბორატორიული მასალების კატეგორიის, სახარჯი მასალების კატეგორის ბრენდების განვითარების მენეჯერი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1500 ლარი + ბონუსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი .
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.