www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: უდაბნო
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

ჯგუფი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საგარეჯოს რაიონი, სოფელი სათაფლე

ძირითადი მოვალეობები:

** შეადგინოს კერძების მოსამზადებლად საჭირო რეცეპტები;
** შექმნას მენიუ და საჭიროებისამებრს განაახლოს და შეიტანოს მასში ცვლილებები;
** თვალყური ადევნოს კერძების მომზადების პროცესს თუ რამდენად მინიუს მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით მზადდება საკვები;
** უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხო, წესების დაცვით შენახვა;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
** მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** ზედამხედველობა გაუწიოს, საკვების დახარისხების და შენახვის პირობებს და უზრუნველყოს ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერებით;
** დაიცვას სასადილოს ტერიტორიასა და სამუშაო პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
** პერიოდულად შეამოწმოს დანადგარები და ინვენტარი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის დეპარტამენტს;
** განსაზღვროს საჭირო რაოდენობის ადამიანური რესურსი და ჩაერთოს შერჩევის პროცესში;
** უზრუნველყოს სამზარეულო ინვენტარის და დანადგარების სისუფთავე;
** საჭიროებისამებრ ჩაერთოს კერძების მომზადების პროცესში;
** სამუშაო პროცესში ზედამხედველობა გაუწიოს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;
** გაუწეროს სამზარეულოს პერსონალს სამუშაო გრაფიკები;
** დარწმუნდეს, რომ სამზარეულოს თანამშრომლები ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ეფექტურად და ხარისხიანად, იცავენ უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ყველა წესს/ნორმას;
** პერიოდულად აწარმოოს რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ორგანიზება გაუწიოს სამუშაო სივრცის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას;
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და კომპანიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის მართვა;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებული კანდიდატების რეზიუმეებს მივიღებთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@udabno.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |