"Mumuso Georgia" არის ბრენდი, რომელიც ქმნის პროდუქტებს თანამედროვე და მოდური დიზაინით.
კორეული მოდის ტრენდები, სადაც თანამედროვეობა და ტრადიციები კარგად ერწყმის ერთმანეთს, გახდა მთავარი შთაგონების წყარო რამაც 2014 წელს გააჩინა სავაჭრო ნიშანი MUMUSO. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და ჩვენი მიზანია თითოეულ სახლში "მარტივი ცხოვრების იდეა" ვაქციოთ რეალობად.
ამ დროისთვის "Mumuso"-ს მაღაზიათა ქსელი აერთიანებს 500-მდე ფილიალს მსოფლიოს 5 კონტინენტზე.
"Mumuso Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: mariam@mumusogeorgia.com