www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR მენეჯერი

ქალაქი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

თანამშროლების პირადი საქმეების წარმოება;
საკადრო ბრძანებებისა და განცხადებების მომზადება;
ვაკანსიების შედგენა და გამოქვეყნება;
სამუშაო ინსტრუქციების მომზადება;
პერსონალის შერჩევა (CV-ების გადარჩევა, გასაუბრებების დანიშვნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღება);
კომპანიაში შემოსული CV-ების ბაზის წარმოება;
პრაქტიკანტების/ახალი თანამშრომლების მიღებისას შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება;
კომპანიის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვერბლური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
შრომის კოდექსის ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

** თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
** მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
** დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
** მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
** ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

ანაზღაურება - 2000-3000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |