www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 85 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
** გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/L46538W7/apply

განცხადების მიღების ვადა: 15 ივნისი, 2023 წელი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |