www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვების და სასმელების განყოფილების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: სასტუმრო აკვამარინ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო "გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია.

პოზიციის დასახელება: კვების და სასმელების განყოფილების ცვლის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია F&B აუთლეტების გამართულ მუშაობაზე;
** ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება სასტუმროსა და კვების ობიექტებზე (მიაწოდოს ინფორმაცია სერვისის წარმომადგენლებს);
** აკონტროლოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა.
** მომსახურე პერსონალის კონტროლი (აუთლეტებზე გადანაწილება);
** მომსახურე პერსონალის ტრენინგი;
** ხარისხის კონტროლი SOP ის მიხედვით;
** სტუმრებთან ურთიერთობა და მათთან კონტაქტი;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილებები და დააკმაყოფილოს სტუმრის მოთხოვნები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საჭირო პიროვნული უნარები:
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |