შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. რუსთავში..
სამუშაო განრიგი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი (რუსთავი).