"Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 16:00-01:00 - ორშაბათი პარასკევი, 16:00-23:00 - შაბათი (დისტანციურად)
სახელფასო ანაზღაურება: 1, 875 - 3, 750 (Gross)
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** სამუშაო სპეციფიკის შესწავლა
** ტრენინგების გეგმის შესაბამისად აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის სატრენინგო სისტემის განახლება-გადახალისება, საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი ტრენინგ მოდულის შექმნა და განხორციელება;
** დამტკიცებული ტრენინგ მოდულების მუდმივად განვითარებასა და განახლებაზე ზრუნვა;
** ტრენინგ პროგრამების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის;
** ტრენინგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,
** ჩატარებული ტრენინგების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook, PowerPoint).
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ცოდნის გადაცემის, სწავლების უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის ადგილზე შესწავლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სახლამდე ტრანსპორტირება;
** კორპორაციულ დაზღვევას;
** უფასო FitPass-ს;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტრენერი" და სასურველი ხელფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.