კლინიკა "სამგორი მედი" აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლის სტაჟისა
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
** აუცილებელი მოთხოვნაა საოფისე პროგრამების ცოდნა და მათი გამოყენება პრაქტიკაში.
** შიდა პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია, პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით.
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება, წარმოშობილი რიგების მართვა, თავისუფალ სპეციალისტებთან პაციენტების გადანაწილება.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება, სალარო აპარატთან მუშაობა.
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად.
სამუშაო დრო: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@samgorimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.