www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები განყოფილების რეგისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო აკვამარინ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სასტუმრო "გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია.

პოზიციის დასახელება: მიმღები განყოფილების რეგისტრატორი (სტუმართა მომსახურების აგენტი)

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველი ცვლის დასაწყისში სტუმრების ინფორმაციის გადამოწმება პროგრამაში
** ოთახების სტატუსების და დაკავებულობის გადახედვა
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.
** სასტუმროს და შემოგარენის შესახებ მაქსიმალური და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. სტუმრის შემოსვლა - გასვლის რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და სტუმართა ისტორიების და მონაცემის განახლება
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება, რათა სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარება.
** ყველა სატელეფონო ზარის პასუხი
** ყოველდღიური ჟურნალის logbook - ის წარმოება
** განსაკუთრებული და რეგულარული სტუმრების სიის გაგზავნა საჭიროებისამებრ
** ოთახის გასაღებების კონტროლი და შესაბამის წესით გაცემა
** ჯავშნების ყველა წესის დაცვით მიღება
** ყველა მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს ყოველდღიური სიახლეების და ღონისძიებების შესახებ საქმის კურსში ყოფნა
** დღის დახურვა და შესაბამისი რეპორტების გაგზავნა დანიშნულებისამებრ
** სასტუმროს შინაგანაწესის და ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერული პროგრამაზე მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |