ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს. საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან.
"არტფარმას" მიზანი წარმოადგენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას; დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგის დეპარტამენტის მართვა;
** კომპანიის და ბრენდების განვითარების მიზნით მარკეტინგული სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება/დანერგვა და მართვა;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივის შესწავლა;
** მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში; კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ლიდერული თვისებები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პროექტის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
** ბონუსურ სისტემას;
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონემენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
** სტაბილურ და მუშა გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!