შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ხელვაჩაურის სერვისცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა A ან A1 კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება კურიერი ხელვაჩაურის სერვისცენტრში.