www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.

"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო სულ მალე უმაპსინძლებს პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო სასტუმროს გახსნის დაუვიწყარ პროცესში, გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

** ყოველდღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგს და პრობლემის დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფას
** სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
** საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
** პოზიტურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |