სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთ ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ექვაირინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ტრანზაქციების პროცესინგის მოწყობილობების (POS, PinPad) პროგრამული გამართვა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის
** POS-ტერმინალზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ტესტირება
** შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება და ვადების მკაცრად დაცვა
** POS-ტერმინალების სავაჭრო ობიექტებში გადანაწილებისთვის საჭირო სამუშაოს ხარისხიანად შესრულება
** ტერმინალების და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან ტექნიკური საკითხების გარკვევა
** ტერმინალებზე არსებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში აქტიური მხარდაჭერა
** ტერმინალებისა და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება
** ტერმინალების ფუნქციონირების ობიექტებზე საკონტროლო შემოწმების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ახალი საქმიანობისა და პროდუქტების შესწავლის სურვილი და მზაობა
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
** ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა რუსულ და ინგლისურ ენაზე (სასურველია).
კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 25 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!