შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
განაცხადის მიღების ვადა: 20 ივნისი
პოზიცია: ოფის-მენეჯერი
უშუალო დაქვემდებარება: დირექტორი
პირობები:
** დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის #23 ა
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:30
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამშრომლის ტარიფი
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** საოფისე მარაგების კონტროლი, შესყიდვა და დოკუმენტების ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
** შეხვედრების დაჯავშნა, შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახების მომზადება;
** კორესპონდენციის წარმოება, შემოსული და გასული წერილების რეგისტრაცია და ფაილინგი;
** შემოსულ ზარებზე, წერილებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** ვიზიტორების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფისის თანამშრომლებისთვის ტაქსის მომსახურების უზრუნველყოფა;
** მივლინებების დროს სასტუმროს მოძიება, დაჯავშნა და ანგარიშსწორების დოკუმენტების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
** სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** ცოდნა - აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა
** MS Office
უნარები/შესაძლებლობები:
** ორგანიზების უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@skytel.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის-მენეჯერი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!