კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კვლევების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის კვლევის პრინციპების/მეთოდოლოგიის განსაზღვრა;
** ბაზარზე პროდუქციისა და ფასების შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი; ამ მიმართულებით არსებული პრობლემების წამოჭრა და რეაგირება რეკომენდაციების სახით;
** მომხმარებელთა ქცევის შესწავლა;
** მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი;
** საცალო გაყიდვებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
** კვლევებზე დაფუძნებული ბიზნეს რეკომენდაციების შემუშავება;
** კვლევის შემდგომ ანგარიშის მომზადება ანალიზისა და რეკომენდაციების სახით.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის/კვლევის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კვლევების განხორციელებაში, მართვასა და ანალიტიკაში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS WORD; EXCEL; POWERPOINT და ა.შ.);
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
** კრეატიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (წერეთლის N 118)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!