www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"თეგეტას" გუნდში შიდა აუდიტორს ვეძებთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით არსებული ბიზნეს პროცესების კუთხით აუდიტორული შემოწმების ჩატარება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მასშტაბით ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მასშტაბით ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და არსებულ კანონმდებლობასთან;
** აუდიტორული შემოწმებების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელებისას მხარდაჭერა და ვადების კონტროლი;
** შემოწმების შედეგების დოკუმენტირება, აუდიტის დასკვნებისთვის საბოლოო სახის მიცემა და განხილვა პასუხისმგებელ პირებთან;
** კონტროლი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე და Follow-Up შემოწმებების ჩატარება;
** აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გეგმის ვადებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
** აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი ანგარიშების და რეკომენდაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/აუდიტის/ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** კონტროლინგის/რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
** CIA/ACCA ეტაპების გავლა ჩაითვლება უპირატესად;
** SAP/ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა;
** ორგანიზებულობა;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** მოტივირებულობა

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და "თეგეტას" თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=697

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |