www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის ჯუნიორ ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მარკეტინგის ჯუნიორ ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული დეპარტამენტისთვის სააქციო რეკომენდაციების მიწოდება, აქციების დაგეგმვა და შემდგომი ანალიზი;
** კომერციული დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფაილების დამუშავება;
** მონაცემთა ბაზის სამსახურისთვის სააქციო პროდუქციის ინფორმაციის გაზიარება;
** სააქციო პოზიციების სავაჭრო ობიექტზე განლაგების პროცედურის გაწერა, სავაჭრო ობიექტის მენეჯერებისთვის ინფორმაციის გაზიარება;
** მჭიდრო ურთიერთობა კომერციული და მარკეტინგის დეპარტამენტებთან;
** ყოველდღიური რეპორტებისთვის 1C პროგრამიდან ინფორმაციის მოგროვება;

მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "მარკეტინგის ჯუნიორ ანალიტიკოსი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |