დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანიის მიზანია, მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით, ძლიერი და ერთიანი გუნდის შენარჩუნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
** ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი - არასრული სამუშაო დღე
** კომპანიის ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; კვება/ლანჩი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** ეფექტური პრეზენტაციების და მოლაპარაკებების გამართვის უნარი;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით სასურველია ;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გამართული მეტყველების უნარი;
** პუნქტუალურობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით;
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!