შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.
მოვალეობები:
** ორგანიზებული ქსელის და საცალო ობიექტების კარგად ცოდნა;
** მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
** სუპერვაიზერებთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
უნარ-ჩვევები:
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან და პოკეტთან სრულყოფილად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!