www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"Heritage Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფრონტ ოფისის მომსახურების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს მართვის პორგრამა ფიდელიოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება და ანგარიშსწორება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ჯავშნების რეგისტრაცია;
** სტუმრების დახმარების ორგანიზება და ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა.

თქვენ მიიღებთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ორჯერად კვებას.

** გრაფიკი: 12 სთ-იანი მორიგეობა (დღის და ღამის ცვლები), თვეში 15 ცვლა.
** ანაზღაურება 950 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@hotelheritage.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |