www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული სტრატეგ. შექმნა და ციფრული მარკეტინგის ტრენინგი
მომწოდებელი: TOK TV
თანდართული ფაილი: 61704_danarti_6226020.zip
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და ციფრული მარკეტინგის ტრენინგი - ინტერესთა გამოხატვა

კონკურსის აღწერილობა:

"TOK TV" - პირველი ქართულ-რუსულენოვანი მაუწყებელი საქართველოში. მაუწყებლობის არეალი - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა), ქვემო ქართლი (წალკა, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, რუსთავი).

ვებ-გვერდი - https://toktv.ge/
FB: https://www.facebook.com/TOK.TVGeorgia
TOK TV აცხადებს კონკურს - "მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და ციფრული მარკეტინგის ტრენინგის" მომსახურებაზე.

შესყიდვის საგანი და პირობები:

** რეგიონული ტელევიზიის - TOK TV მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და ციფრული მარკეტინგის ტრენინგის მომსახურება.
** მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების დღიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში.
** მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 3550 ლარი.
** მომსახურების გაწევის ადგილი - მიმწოდებელმა სატრენინგო მომსახურება უნდა განახორციელოს ონლაინ ფორმატში.

წარმოსადგენი ინფორმაცია:

** ფასთა ცხრილი - დანართი 1. ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით - დანართი 2.
** ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი 3
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ და დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მედია სფეროში განხორციელებულ პროექტებს;
** ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;

დამატებითი ინფორმაცია:

** წინადადება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია;
** საკონკურსო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა. (18:00 საათამდე), ელექტრონულ ფოსტაზე: talk@toktv.ge
** დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: talk@toktv.ge ან დაგვირეკეთ: +995 591234510



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |