www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ხარისხის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება;
** უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროში ხარისხის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით გამოცდილებას;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** განყოფილებებში სამედიცინო ხარისხის მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კლინიკურ ინდიკატორებზე მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი ჯგუფთან ერთად;
** აქტიური კომუნიკაცია ექიმებთან ახალი კლინიკური ინდიკატორების დანერგვასთან დაკავშირებით;
** ახალი პროცედურებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 07.10.2023-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |