www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ლუტეცია
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"ლუტეცია" პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, "ლუტეცია" დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.

"ლუტეცია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე (Tiziana Terenzi-ს ბუტიკი).

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, გრანდ მოლი;
** სამუშაო გრაფიკი: 8 სააათიანი სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** დასვენება - 2 დღე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მაღაზიის ხარისხიანი, ეფექტური და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და როლების განაწილება/მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარება, მოტივაცია და უკუკავშირი;
** გაყიდვების სტიმულირება;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნებისა და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანიის ვებგვერდი www.lutecia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |