www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მიმღები
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "ჯი თი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
** მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა) და შესაბამის დოკუმენტში ყველა სავალდებულო ველის სრულყოფილად შევსება;
** მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
** სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
** სერვისის სამუშოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
** გაწეული მომსახურების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** სატენდერო/კომპანიის ავტომობილის მომსახურებისას, მათი ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება;
** სერვისის მძღოლების შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |