კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კორესპონდენციის მართვა (შემომავალი ზარები, მეილები, ფაქსი, ფოსტით მიღებული წერილები);
** ოფისის საკანცელარიო მასალებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთა დროული მომარაგება საჭირო დოკუმენტაციითა და ინვენტარით;
** შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის წარმოება;
** მენეჯმენტის დახმარება მიმდინარე საკითხებში;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების და დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
** Rs.ge - ზე დასაქმებულთა რეესტრის მართვა;ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადების კონტროლი, მიღება-გაშვება, ბეჭდვა.
** ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და წარმოება.
** საქმიანი კალენდრის წარმოება კომპანიისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, power point; outlook);
** გამართულად მეტყველებისა და ტექსტების წერის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** სქესი მდედრობითი
** ასაკი 23 - 32
** დროის სწორად განაწილების უნარი;
** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** თავაზიანი;
** პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00
ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული ზრდის პერსპექტივით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.info.d.b.c@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.