www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ექაუნთინგ ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

გიყვართ რიცხვები, ორიენტირებული ხართ დეტალებზე და გსურთ დაიწყოთ თქვენი კარიერა ფინანსურ სამყაროში? შპს "ექაუნთინგ ლაბორატორია" მოხარულია გამოაცხადოს საინტერესო შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს დინამიურ გუნდს ბუღალტრ-ანალიტიკოსის ვაკანსიის მეშვეობით.

ჩვენ, "ექაუნთინგ ლაბორატორია", სპეციალიზირებულნი ვართ მაღალი დონის საბუღალტრო და საგადასახადო სერვისების მიწოდებაში სხვადასხვა კლიენტებისთვის. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ ჩამოვყალიბდით, როგორც სანდო საკონსულტაციო ფირმა, რომელიც მხარს უჭერს ყველა ზომის ბიზნესს.

შპს "ექაუნთინგ ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე:

თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი შემდეგი პიროვნული თვისებებით:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტიანად მართვა.

და ინტერესდები შემდეგი მოვალეობებით:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
** სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება და გაანალიზება;
** ფინანსური რეპორტების/ანგარიშების დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

და ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც მისაღებია:

** ექსელის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა.

მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Info@AccountingLab.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: კლიენტის ოფისი
სახელფასო განაკვეთი: 1500-2000 ლარი (გროსი)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება
III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან

აქვე გულახდილი რჩევაც, თუ მართლა გსურს ჩვენთან თანამშრომლობა, უმორჩილესად გთხოვთ, რეზიუმე ცარიელი მეილით არ გაგვიზიაროთ. ასეთ მეილებზე ვფიქრობთ, რომ ავტორს არც ჩვენი განცხადება აქვს დეტალურად წაკითხული და არც თანამშრომლობის ისეთი სურვილი, რომ 1 წინადადებით მაინც მოგვსალმებოდა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |