კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით. ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში:
1. აფრიკა, ჭიჭინაძის 17 და თემქა, რომელაშვილის 17
სამუშაო საათები: 09:00-18:00 და 12:00-21:00 სთ. კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 900 ₾
2. მუხიანი I მკ/რ, კორპუსი 5, ვარკეთილი, მებრძოლთა 7, რობაქიძის 7, წერეთელი, აგლაძის 87 და გლდანი ბოჭორიშვილის 2
სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე 9:00-17:00 სთ (შვენება 1.2 წუთი)
ანაზღაურება: 850₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება
** საწყობიდან პროდუქციის დარბაზში გამოტანა
აუცილებელი მოთხოვნა: ასაკი - 18 წლიდან.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ბმულის დახმარებით: http://zgapari.ge/career/
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40. ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენთან ახლოს მდებარე ჩვენს მარკეტში და დაგვიტოვოთ მონაცემები ადგილზე.
გისურვებთ წარმატებას...