კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.
შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს პრომოუტერის პოზიციაზე.
პირობები:
** დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: 6 საათი;
** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს პრომოუტერის საქმიანობას:
** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის ასორტიმენტის სეგმენტირება;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 4 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 585 88 93 39 ან 505 55 52 07.
შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.