(AMS) "Air Management Systems" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის (ბუღალტრის დამხმარეს) პოზიციაზე
"ეარ მენეჯმენტ სისტემს" წარმოადგენს მრავალპროფილურ სავენტილაციო სისტემების საწარმოს, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დანადგარებით, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის პროდუქციას (ცხაურები, ჰაერსატარები, ჰაერის მარეგულირებელი დემფერები, სერვის ლუქები და სხვა.)
კომპანიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.ams.com.ge/ka/about-us
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი (ეროვნული ბანკის საცავის მიმდებარედ)
სამუშაო საათები: 40 სთ კვირაში (10:00 -დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება.)
ანაზღაურება: 800-დან 1000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: პირველადი საბუთების (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურა, სხვ.) გამოწერა RS.GE/გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა;
** ობიექტებისგან პროდუქციაზე შეკვეთების მიღება;
** ინვოისების წარმოება;
** მეილით/ სატელეფონო კომუნიკაცია დამკვეთებთან;
** პროდუქციის მიღების, გაცემის, გადაადგილების, ჩამოწერის და სხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამულად ასახვა;
** გეგმური ინვენტარიზაცია;
** მიღება-ჩაბარებების და სხვა დოკუმენტების მომზადების და მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრულ პროგრამაში FINA მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საშუალო/პროფესიული განათლება (სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
სასურველი უნარები:
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
**რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მზარდ სახელფასო სისტემას;
"AMS" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას წარმოების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy.ams@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ოპერატორი (ბუღალტრის დამხმარე)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 577 93 88 84.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2023 წელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"AMS" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!