www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება - ტექ. მხარდაჭერის ოპერატორი/VoIP ინჟინერი
მომწოდებელი: CommuniQ International
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"CommuniQ International" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის ქოლ-ცენტრების და კონტაქტ ცენტრების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც ეფექტურ და კომფორტულ გამოცდილებას მიანიჭებს მომხმარებლებს.

ჩვენს ინოვაციურ და პროფესიონალ გუნდში ვიწვევთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს სტაჟირებისთვის.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლებას და ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორის და უმცროსი VoIP ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი ახდენს კომპანია CommuniQ-ს კლიენტების მიერ გამოგზავნილი ინციდენტების რეგისტრაცია და მათზე რეაგირება;
** ხარვეზის ტექნიკური იდენტიფიცირება, კატეგორიზირება
** პირველი შრის (Leyer 1) ტექნიკურ დავალებების შესრულება
** მეორე შრის (Leyer 2) დავალებების შესაბამის გუნდებთან ესკალაცია;
** ინციდენტის მოგვარების შემდგომ, კლიენტებთან უკუკავშირის განხორციელება;

სასურველი ტექნიკური უნარები:

** ნებისმიერ linux დისტრიბუტივზე მუშაობის მცირედი გამოცდილება;
** ქსელის საფუძვლების ცოდნა CCNA დონეზე (არ საჭიროებს სერტიფიკატს);
** სასურველია Asterisk საფუძვლების ცოდნა. მინიმალური კონფიგურაციის გაწერა/შექმნა FreePBX პლატფორმაზე;

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების დონეზე);

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 4.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
სტაჟირების ფორმა: ანაზღაურებადი სტაჟირება (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)

თუ თვლი რომ აკმაყოფილებ მოთხოვნებს, გამოაგზავნე CV: career@communiq.io. წერილის დასახელებით "სტაჟირება ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი / უმცროსი VoIP ინჟინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |