"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ზარების დროულად მიღება და მომხმარებელთან სრულყოფილი კომუნიკაცია;
** გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირი;
** შემოსული ზარის მიხედვით საკითხის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის ვიზიტის დაჯავშნა;
** პოტენციურ მომხმარებელთან "Follow Up"-ი კომპანიაში დანერგილი პროცედურის შესაბამისად;
** კომპანიაში დანერგილი აღრიცხვის ფორმების შევსება;
** კომპანიაში დანერგილი პროცედურების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ სხვა, რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა. (Excel, Google Sheet, Word, Power Point);
** ქართულად და რუსულად გამართულად მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09.00-18.00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".