www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს თბილისში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. 73;
** სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ;
** ანაზღაურება: 1000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს საწყობის თანამშრომლის საქმიანობას:

** პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის ასორტიმენტის შენახვისა და რეალიზაციის ვადის კონტროლი;
** პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი უზრუნველყოფა;
** არსებული სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციის შესრულება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** სამჯერადი კვება;
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ასორტიმენტის სრულყოფილად შესასწავლად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 4 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |