კომპანია "სელფორდი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სელფორდის საქმიანობა მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. ჩვენმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, უმოკლეს დროში, დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, როგორც საქართველოში არსებულ მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე მყოფ წამყვან ბრენდებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sellford.ge/
"სელფორდი" აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის მათი აღმოფხვრისათვის იდეების წარდგენა;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 80
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: tgelashvili@sellford.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!