საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორის საქართველოში აცხადებს ქ. ბათუმში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევა
მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბათუმის უბნების კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მერჩენდაიზერის მოვალეობები:
** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი,
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიისა და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lasha.kila@mail.ru
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.