www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების შერჩევის მენეჯერი
მომწოდებელი: atflat
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"Atflat" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას პირთათვის, რომელთაც სურთ უძრავი ქონების შეძენა ან ქირა. ჩვენი სერვისის მომხმარებლები არიან უცხოელები, რომელთა ბიუჯეტი საშუალოზე მაღალია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბინების (სახლების) აქტუალური ვარიანტების ძიება უძრავი ქონების ვებგვერდებზე.
** ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა.
** მონაცემების გადაცემა სხვა მენეჯერთან.
** [არ გევალებათ ობიექტებზე გასვლა და კლიენტებთან (რომლებიც ეძებენ საცხოვრებელს) ურთიერთობა].

სამუშაო პირობები:

** ოფისში მუშაობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
** დისტანციური სამუშაო: სამშაბათი, ხუთშაბათი 10:00-დან 19:00 საათამდე
** მობილური კომუნიკაციებისთვის თანხის დაფინანსება
** ხელფასი შედგება ფიქსირებული ნაწილისგან 800 ლარი + წარმატებული გარიგების % (საშუალო ხელფასი 1500+ ლარი)

მოთხოვნები:

** ზეპირი და წერილობითი ქართული და რუსული ენების თავისუფალი ფლობა
** პასუხისმგებლობა და მოტივირებულობა
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** არასამუშაო დროს მცირე და მოკლე ვადიანი ოპერაციების განხორციელება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hello@atflat.ge.

რეზიუმეები განიხილება 7-10 დღის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |