კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საწყობის ცვლის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.
პირობები:
** დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით ყოველ მე-3 დღეს
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტვირთების აღწერის პროცესში თანამონაწილეობა და ცვლის უფროსის მხარდაჭერა
** ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების სატვირთო მომსახურების უზრუნველყოფა
** გასაგზავნი ტვირთის და ფოსტის მიღება, აწონვა, გაბარიტების სისწორის დადგენა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ განაცხადის შევსების უზრუნველყოფა
** გასაგზავნი ტვირთების სწორი მარკირების უზრუნველყოფა
** საწყობში ტვირთებისა და ტექნიკის განლაგების მონიტორინგი
** მტვირთავების და მტვირთავ-მძღოლების გამართული მუშაობის მონიტორინგი ტერმინალში და აეროპორტის ბაქანზე
** ტერმინალში სატვირთო მომსახურების გამართული პროცესების მონიტორინგი
** ცვლის უფროსის მხარდაჭერა ცვლაში სამუშაო პროცესების განკარგვასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ტვირთების მიმოსვლასთან
** სატვირთო დოკუმენტაციისა და მისი შესაბამისობის გადამოწმება ტერმინალში დასაწყობებულ ტვირთებზე
** ავიარეისების სატვირთო მომსახურების სტანდარტებით განსაზღვრულ დროში მომსახურების მონიტორინგი
** საწყობის ცვლის უფროსის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესთან
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა როგორც წერილობით, ისე ვერბალურ ნაწილში
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.