www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული კომუნიკაციის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელიც აერთიანებს სამ ბრენდს: "iTechnics" - Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, Mistore- Xiaomi-ის ოფიციალური რესელერი საქართველოში და საღონისძიებო სივრცე "შუაგული", აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ჩვენ გპირდებით:

** გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
** შიდა ფასდაკლებებს სამივე ბრენდის პროდუქციაზე/სერვისებზე
** პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი 6 თვის ვადის შემდეგ)
** Fitpass (გამოსაცდელი 6 თვის ვადის შემდეგ)

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N19
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის გუნდის სუპერვაიზინგი;
** თითოეული ბრენდისთვის (აიტექნიქსი, მისთორი, შუაგული) სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა განსაზღვრული მიზნების მიხედვით
** კონკრეტულ არხებზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის განსაზღვრა;
** ციფრული მედია არხების მიხედვით ქონთენთის განსაზღვრა;
** ქონთენთ კალენდრის შექმნა და აღსრულების კონტროლი;
** ქონთენთის შედეგების მონიტორინგი;
** ქონთენთის ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სარეკლამო სააგენტოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** გუნდის მართვის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ანალიტიკური უნარები
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ციფრული არხების, ქონთენთის და ტრენდების ცოდნა

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გუნდს რომელიც იზიარებს ახალ-ახალ იდეებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |