"PMO Business Consulting" აცხადებს ვაკანსიას ეკონომისტის პოზიციაზე.
კომპანია PMO Business Consulting ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა და მომსახურების მაღალ ხარისხზე არის ორიენტირებული. კომპანიას განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი მსხვილი ქართული, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.pmo-bc.com
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ეკონომიკური მოდელების შემუშავებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებით
** ეკონომიკური და კვლევითი ანგარიშის მომზადების და წერის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები როგორც ქართულად, ისე ინგლისურად
** კვლევის სხვადასხვა ინსტრუმენტების და მეთოდების ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** დონორულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ეკონომიკური ანგარიშების მომზადება
** ეკონომიკური მოდელების შემუშავება
** ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
** საკონსულტაციო პროექტებზე მუშაობა, როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდის წევრად
** საკონსულტაციო პროექტების მართვა
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული
** შემოქმედებითი, სტრატეგიული აზროვნება და ინიციატივების გენერირების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული, ძლიერი ანალიტიკური აზროვნების
** ინიციატივიანი და ცოდნის გამზიარებელი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თვითდისციპლინის და დროის მართვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 33, სართ. II
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@pmo-bc.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.