www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცხოვრებელი კორპუსის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და უკვე მეოთხე წელია ემსახურება 35-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 4000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.

ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
** ლიფტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |