www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს საწარმოში დამხმარე პერსონალის პოზიციაზე

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ (24 საათი);
** დასაქმების ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს #73;
** ანაზღაურება: 900 ლარიდან.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის, წარმოებაში შემოსული დამხმარე მასალების და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** სამუშაო სივრცის სტანდარტული ინსტრუქციის თანახმად მოწყობა;
** კომპანიის კორპორაციული ატრიბუტიკის/აქსესუარის სრულყოფილად ტარება და გაფრთხილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება;
** სამჯერადი კვება;
** დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** წინსვლის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 4 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |